მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო. ეს არის ბლოგი, სადაც მოცემულია სხვადასხვა ინფორმაცია კოსმოსის შექმნის, გალაქტიკების, მზის სისტემის და სხვა კოსმუსურ ობიქტების შესახებ. აქ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ კოსმოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაცია, ასევე ბლოგში მოცემულია ფოტოები, ვიდეოები და კითხვარიც.
კოსმოსის შექმნა
კოსმოსი უამრავი გალაქტიკის, პლანეტეის, ვარსკვლავისა და სხვა ციური სხეულების ფართო სივრცეა, რომელიც დიდი აფეთქების გამო 13,798 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა․ ამ უძლიერეს აფეთქებას, რომელმაც განაპირობა კოსმოსის დასწყისი ეწოდა "დიდი აფეთქება". შესაბამისად თეორიასაც ეწოდა "დიდი აფეთქების თეორია". კოსმოსის შექმნის ამ თეორიას დაადსატურა ბევრმა მათემატიკოსმა, მეცნიერმა და ასტრონომმა, თუმცა არსებობს მეორე თეორიაც, სადაც ნათქვამია, რომ კოსმოსი ღმერთმა შექმნა. კოსმოსის შექმნიდან მილიონობით წლის შემდეგ შეიქმნა ციური სხეულები, მზის სისტემის ჩათვლით, რომელიც 4,6 მილიარდი წლის წინ, აფეთქების გამო ჩამოყალიბდა, და შედგება მტვრისა და გაზის ღრუბლისგან. კოსმოსი არის უსასრულო მარადიული მატერიალური სამყარო ჩვენს გარშემო, ყველაფერი რაც ფიზიკურად არსებობს სივრცის უკიდურეს მანძილზე. კოსმოსი იმდენად დიდია, რომ მზის სისტემა კოსმოსის მხოლოდ 1%-ს შეადგენს. კოსმოსი უამრავ გალაქტიკას შეიცავს. ჩვენთვის ყველაზე შორეული გალქტიკა იმდენად შორს არის ჩვენგან, რომ მათგან სინათლე მილიარდობით წლამდე აღწევს.
გალაქტიკები
კოსმოსში არსებობს დაახლოებით 2 ტრილიონი გალაკატიკა, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმე არის ცნობილი კაცობრიობისთვის. გალაკტიკა არის გრავიტაციულად დაკავშირებული მატერიის მასიური სისტემა, რომელიც შეიცავს ვარსკვლავებს, ვარსკვლავურ ნარჩენებს, გაზისა და მტვრის ვარსკვლავთშორის სივრცესა და ბნელ მატერიას. ისტორიულად გალაქტიკები კატეგორიებად იყო დაყოფილი მათი ხილული ფორმების მიხედვით, რომელსაც ჩვეულებრივ მორფოლოგიას უწოდებენ. გავრცელებული ფორმა არის ელიფსური გალაქტიკა, რომელსაც ელიფსის ფორმის სინათლის მოხაზულობა აქვს. სპირალური გალაქტიკები დისკოს ფორმისაა მტვრიანი, მრუდე მკლავებით. უჩვეულო ფორმისა და უსწორომასწორო გალაქტიკებს არაწესიერი გალაქტიკები უწოდებენ და ჩვეულებრივ წარმოიქმნება მეზობელი გალაქტიკების გრავიტაციული მიზიდულობის შეწყვეტით. ასეთი ურთიერთქმედება ერთმანეთთან ახლოს მდებარე გალაქტიკებს შორის, რომელიც საბოოლოდ შეჯახებით მთავრდება ზოგჯერ იწვევს ვარსკვლავების წარმოქმნის შესამჩნევად ზრდად შემთხვევებს.
მზის სისტემა
მზის სისტემა შედგება მზისა და მის გარშემო მოძრავი გრავიტაციულად ჩაჭერილი ასტრონომიული ობიექტებისაგან. მზის სისტემის ფორმირება 4,6 მილიარდი წლის წინ, მოლეკულური ღრუბლის კოლაფსის შედეგად მოხდა. სისტემის მასის უმეტესობას მზე შეიცავს. მზის სისტემაში არის 8 პლანეტა დედამიწა, იუპიტერი, ურანი, ვენერა, მარსი, მერკური, ნეპტუნი და სატურნი. მზის სისტემაში ყველაზე დიდი პლანეტა არის ნეპტუნი, ყველაზე პატარა კი მერკური, მერკური ასევე ყველაზე ახლოს არის მზესთან, ნეპტუნი კი ყველაზე შორს არსებული პლანეტაა. მზის სისტემის ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი არის სირიუსი. მზის სისტემაში ასევე არის რეგიონები, სადაც შედარებით პატარა ობიექტები ბინადრობს. ასტეროიდული სარტყელი, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობს, კლდოვანი პლანტების მსგავსია რადგან მათ შედგენილობაში ძირითადად ქვა და მეტალი შედის, თუმცა ზომით ძალიან პატარებია, პლანეტებად, რომ ჩაითვალოს. მზის სისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილი მზეა, მთავარი მიმდევრობის G2 ტიპის ვარსკვლავი, რომელიც მზის სისტემის მასის 99,86%-ია. იგი გრავიტაციულად დომინირებს მთელ სისტემაში.
შავი ხვრელი
შავი ხვრელი არის რეგიონი კოსმოსში, სადაც გრავიტაციის ძალა იმდენად ძლიერია, რომ მისგან გაქცევა სინათლესაც არ შეუძლია. ძლიერეი გრავიტაცია წარმოიქმნება იმის გამო, რომ მატერია ჩაპრესილია ციცქნა კოსმოსში. ასეთი შეკუმშვა შეიძლება მოხდეს ვარსკვლავის სიცოცხლის დასასრულს. ზოგიერთი შავი ხვრელი სწორედ ვარსკვლავთა სიკვდილის შედეგადაა წარმოქმნილი. შავი ხვრელები შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის, მაგრამ მაინც გამოირჩევა სამი ძირითადი ტიპი. შავი ხვრელის მასა და ზომა განსაზღვრავს, თუ რა სახისაა იგი. მიჩნეულია, რომ პირველადი შავი ხვრელი ადრეულ სამყაროში წარმოქიმნა, დიდი აფეთქებიდან სულ მალე. უდიდეს შავ ხვრელებს "სუპერმასიურს" უწოდებენ. ამ ობიექტთა მასა 1 მილიონი მზის მასას აჭარბებს და მათში მოთავსდებოდა ბურთი, რომელის დიამეტრიც დაახლოებით მზის სისტემის ზომის არის. შავი ხვრელის დანახვა შეუძლებელია იმ დროს, როდესაც შავი ხვრელი და ვარსკვლავი ერთმანეთის გარშემო ძალიან ახლოს მოძრაობენ, წარმოიქმნება მაღალი ენერგიის მქონე სინათლე. მისი დანახვა მხოლოდ სამეცნიერო ინსტრუმენტებს შეუძლია.
ფილმები კოსმოსის შესახებ
გრავიტაცია
2013 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერია, რომელის მოვლენები ხდება კოსმოსში.
ფილმის პრემიერა შედგა ვენეციის კინოფესტივალზე 2013 წლის 28 აგვისტოს და მაღალი შეფასებები
ერგო. ფილმი ეძღვნება ასტრონავტებს, რომელთანაც
ხდება საშინელი ამბავი, კოსმოსში გრავიტაციის ნაკლებობის გამო.
ფილმი მარსიანელი მოგვითხრობს კოსმონავტის ისტორიას რომელიც უბედური
შემთხვევის შედეგად მარსზე დარჩება სრულიად მარტო და როგორღაც ამ უსულო პლანეტაზე შეძლებს
წლების მანძილზე გადარჩენას. მან მარსზე ბოსტნეულის მოყვანა იწყებს და აღმოჩენები გააკეთა,
რაც დაადასტურა, რომ მარსზე დასახლება შესაძლებელია.
ფილმი კოსმოსური ოდისეა მოგვითხრობს ადამიანთა შეხვედრების
სერიაზე იდუმალი შავი მონოლითებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ევოლუციის
მიმდინარეობაზე. პირველი მოხდა ისტორიის გარიჟრაჟზე. მეორედ ადამიანი მთვარეზე პოულობს
მონოლითს დედამიწის მახლობელი სივრცის ადამიანის გამოკვლევის ეპოქაში. მონოლითი ასხივებს
ძლიერ გამოსხივებას იუპიტერისკენ, შემდეგ კი გადაწყდა იქ ექსპედიციის გაგზავნა, რომელსაც
მეთაურობდა ასტრონავტი დეივ ბოუმენი.
დიდი ენციკლოპედია დედამიწა, ჰაერი არის „დიდი
ენციკლოპედია დედამიწა“ წიგნის მესამე ტომი. წიგნი მოგვითხრობს თუ როგორ ფორმირდება
ატმოსფერული მოვლენები მთვარის, ოკეანებისა და გრავიტაციის არსებობის შემთხვევაში.
წიგნი „დროის მოკლე ისტორია“ პოპულარულ სამეცნიერო ჟანრს
განეკუთვნება. ავტორი სამყაროს წარმოშობასა და ევოლუციაზე ისეთი მარტივი, არაემეცნიერული
ენით საუბრობს, რომ საშუალო მკითხველისთვისაც კი, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს გარკვეული
ფიზიკასა და კვანტურ გრავიტაციაში, ადვილად გასაგები ხდება პასუხები კითხვებზე: როგორ
და რატომ გაჩნდა სამყარო? აქვს თუ არა მას დასასრული და თუ აქვს, როგორი იქნება ის.
წიგნი „დედამიწა და მთელი სამყარო. აღმოჩენილი კოსმოსი“ მოგვითხრობს
სხვადასხვა კოსმოსური ობიქტების, პლანეტების, თანამგზავრების, ვარსკვლავების, გალაქტიკებისა
და შავი ხვრელების შესახებ․ მათი შექმნისა
და მნიშვნელობის სესახებ.
„მე ვიცი პასუხი“
არის წიგნი სადაც მოცემულია ფაქტები კოსმოსის შექმნის, დროის მანქნის, გიგანტური მზის
შესახებ. ასევე ვამპირ ოკეანის შესახებ, რომელიც დედამიწაზე
არსებობდა სამი მილიარდი წლის წინ.
კოსმოსში არსებული
მკვრივი ბირთვი გალაქტიკაში არსებობს ერთი პლანეტა, რომელსაც ჰქვია ეგზოპლანეტა. ეგზოპლანეტა
არის პლანეტა, რომელიც მოძრაობს არა მზის, არამედ სხვა ვარსკვლავის, ვარსკვლავური ნარჩენის
ან ყავისფერი ჯუჯის გარშემო. ეგზოპლანეტების აღმოჩენამ არამიწიერი სიცოცხლის ძიების
განსაკუთრებული ინტერესი გააღვივა, რადგან ეგზოპლანეტა ჰგავს დედამიწას.
აბასთუმანის
ობსერვატორია, არის საქართველოში არსებული ობსერვატორია, სადაც ტარდება კოსმოსური ობიექტების
შესწავლა. ობსერვატორია დაარსდა 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით.
ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების,
მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ობსერვატორიას
აქვს საგამომცემლო ბაზა, სადაც 1961 წლიდან ყოველწლიურად გამოიცემა „ასტრონომიული კალენდარი
“ და „ობსერატორიის ბიულეტენი“.
ასტრონომთა
საერთაშორისო ჯგუფმა კოსმოსში პირველად აღმოაჩინა ენერგიის კოლოსალური ამონაფქრვევი,
რომელიც სხვა გალაქტიკაში მდებარე მაგნეტარმა გამოასხივა მზის სისტემაში ამ გამოსხივების
მოძრაობა, ერთმანეთისგან სხვადასახვა დისტანციაზე მდებარე თანამგზავრებმა დააფიქსირა.
ამ აფეთქებამ შეიძლება შექმნას ახალი მზიური ასტეროიდები.
No comments:
Post a Comment